|
Article on other languages:
|
ნესტორ კირხნერი, სრული სახელი ნესტორ კარლოს კირხნერ ოსტოიკი (ესპ. Néstor Kirchner) (დ. 25 თებერვალი, 1950) არგენტინის პრეზიდენტი, 2003 წლის 25 მაისიდან 2007 წლის 10 დეკემბრამდე. პერონისტი მემარცხენე, კირხნერი 1991-2003 წლებში იყო სანტა კრუზის გუბერნატორი. კირხნერი ნაკლებად იყო ცნობილი საერთაშორი ასპარეზზე და სამშობლოშიც კი არჩევის წინ, როდესაც მან მხოლოდ 22 პროცენტით გაიმარჯვა პირველ რაუნდში, მას შემდეგ რაც ყოფილი პრეზიდენტი კარლოს მენემი პოსტისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მათ სპასუხოდ ვინც მისგან წარუმატებლობას ელოდა, ახალმა პრეზიდენტმა აღთქმა დადო რომ "ცვლილებების ცივ ქარს" მოიტანდა თავის ცივ სამხრეთ პატაგონიიდან. 2003 წლის მაისში, პოსტის დაკავების შემდეგ, კირხნერმა მსოფლიო გააოცა გავლენიანი სამხედრო და პოლიციური მაღალჩინოსნების გადაყენებით. ხელისუფლებაში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხაზგასასმელად, კირხნერმა სერიოზული ცვლილებები შეიტანა საამნისტიო კანონში სამხედრო ოფიცრების მიმართ, რომლებიც 1976-1983 წლების "ბინძური ომი"-ს დროს სამხედრო მმართველობისას მკვლელობებსა და წამებაში იყვნენ დადანაშაულებულები. 2007 წლის 28 ოქტომბერს, ერთგვარ დინასტიური მმართველობის შექმნით, მის შემცვლელად პრეზიდენტის პოსტზე, მისი მეუღლე კრისტინა ფერნანდესი იქნა არჩეული. მეუღლის მიერ საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულების დაწყების შემდეგ, ის "არგენტინის პირველი ჯენტლმენი" გახდა. |
This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.
Mercedes Car
This site monitored by SitePinger.net